8154 live vacancies
← All vacancies

MMDXN1CW Posted 25 Aug 7 views

მარკეტინგის მენეჯერი

ართთაიმი external listing
Tbilisi Full-time Marketing / PR
Negotiable Apply by

შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. "ართთაიმში" წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Tissot, Swatch, Longines, TAG heuer და სხვა. შპს "ართთაიმს" საათებისა და საიუველირო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება აქვს საქართველოში. კომპანიამ საკუთარი ნიშა სტაბილურად მოიპოვა ბაზარზე. ის საინტერესოა მრავალფეროვანი არჩევანით და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს.

შპს "ართთაიმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა.

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

** მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

** მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით პროექტის სრული ციკლის მართვა.

** მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება.

** კომპანიის ბრენდების განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა.

** ბაზრის კვლევა და კონკურენტების პერიოდული ანალიზი.

** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით.

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

** ძლიერი ანალიტიკური უნარები.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ.

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** FITPASS

** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 (ერთი) წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ართთაიმი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone