საწყობის თანამშრომელი
შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული მასალებით ვაჭრობა, ასევე საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სასურველია სასაწყობე სფეროში მუშაობის გამოცდილება. საქმიანობის სფერო: ქაღალდის და საკანცელარიო ნივთების საწყობი
ფუნქცია-მოვალეობები:
1. პროდუქციის მიღება, დასაწყობება; 2. შეკვეთების აგროვება; 3. ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია 1400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), ხოლო შემდგომ გათვალისწინებულია მზარდი ხელფასი 1700 ლარამდე. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 დღე 09:00-18:00 (შესვენება 1 სთ). ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. N 157. ბენეფიტები: 1.Fitpass (ფიტპასი); 2. უფასო კვება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".