8848 live vacancies
← All vacancies

NNHMFXKM Posted 25 Aug 5 views

იმპორტის მენეჯერი

მედიქალ ვორლდი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾2000 / month Apply by

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის"სახელითაა ცნობილი

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!!

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);

ანაზღაურება: 2000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით.

** სამედიცინო განათლება ან სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო მოწყობილობების, ფარმაცევტულ ან ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

** იმპორტის, შესყიდვების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

** საერთაშორისო ვაჭრობისა და იმპორტის პროცედურების ცოდნა.

** საბაჟო კანონმდებლობისა და იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცოდნა.

** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ზეპირი);

** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი.

** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობის უნარი.

** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.

** ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).

** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
მედიქალ ვორლდი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone