← All vacancies

PAK3G2WD Posted 16 Nov Views: 1

ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის წყალმომარაგების სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

Tbilisi Full-time Other
₾3360 / month Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 15) Apply by 1 Dec

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის წყალმომარაგების სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება : 3 360 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები

  • შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
  • სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებისთვის საჭირო, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი აბონენტების დაერთებითი სამუშაოების კოორდინაცია;
  • სანიტარული ზონების დაცვის უზრუნველსაყოფად ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
  • ექსპლუატაციაში ახლად მიღებული ობიექტების საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენა და გამოსწორებისთვის აუცილებელი სამუშაოების მოთხოვნა;
  • რეგიონული ფილიალების მიერ, სხვადასხვა სახის მასალების და მოწყობილობების საწყობიდან გასატანად წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა და მათ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა.
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სასურველია - ინჟინერია/სამოქალაქო ინჟინერია;
  • სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; სავალდებულო წყალმომარაგების/წყალარინების სექტორში ოპერირებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint ცოდნა;
  • ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა;
  • ამოცანათა ფორმალიზება;
  • სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინირება და კონტროლი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post