8,884 live vacancies
← All vacancies

PFSZMPXW Posted 2 Oct 4 views

იზი ბითუბი

იზი ბითუბი

ბუღალტერ-ოპერატორი

იზი ბითუბი external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Sign in and apply
Negotiable Apply by 3 Nov

სადისტრიბუციო კომპანია "იზი ბითუბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-17:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში
  • საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით);
  • სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG (SBS) - პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
  • MS Excel-ის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • სტაჟის მიხედვით ზრდადი ანაზღაურება;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "იზი ბითუბის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
იზი ბითუბი
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post