← All vacancies

PTGC13R5 Posted 19 Nov Views: 11

უსაფრთხოების თანამშრომელი

აურუმი

აურუმი

აურუმი external listing
Tbilisi Full-time Security
Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 29) Apply by 18 Dec

სასტუმრო AUROOM BAKURIANI, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში, ეძებს ყურადღებიან, პასუხისმგებლიან და გაწონასწორებულ თანამშრომელს უსაფრთხოების სამსახურის პოზიციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასტუმროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, არამედ სტუმრებზე ზრუნვა, მათთვის საჭირო დახმარების გაწევა და მეგობრული, კომფორტული ატმოსფეროს შექმნა. თუ ხართ მშვიდი, დაკვირვებული და კომუნიკაბელური ადამიანი, შეგიძლიათ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ როგორც უსაფრთხოების, ისე სტუმრების დახმარების საკითხებს — შემოგვიერთდით!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სასტუმროს ტერიტორიაზე ზოგადი უსაფრთხოების ნორმებისა და წესრიგის დაცვა;
  • სტუმრებისთვის საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა;
  • სტუმრების ბარგის ატანასა და განთავსებაში დახმარება;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და ყურადღების მიქცევა დეტალებისადმი;
  • საჭიროების შემთხვევაში, არაკომფორტული ან კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და კორექტულად განმუხტვა;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სასტუმროს თანამშრომლებთან კოორდინირებული და გუნდური მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული ხასიათი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და განმუხტვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თანამშრომლებთან ზომიერი, კორექტული და ჯანსაღი კომუნიკაცია;
  • სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების კულტურის გააზრება.

შენიშვნა: სასტუმროში კონფლიქტური სიტუაციები იშვიათია. ჩვენთვის პრიორიტეტულია პრევენციაზე, ყურადღებიანობაზე, თავაზიანობასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული თანამშრომელი.

რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI

  • მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • სამუშაო პერიოდში განთავსებას;
  • კვებას;
  • შრომის ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე. შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post