← All vacancies

PX0S0JWX Posted 18 Nov Views: 4

გაყიდვების წარმომადგენელი

₾1500–4000 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სიდისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1500-4000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში).
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B1 ან უფრო მაღალი დონე).
  • კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM სისტემები).
  • მოლაპარაკებების წარმოების, კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები.

ფუნქცია-მოვალეობები

  • გაყიდვების გეგმის შესრულება და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა, პროდუქციის შეთავაზება და დებიტორული დავალიანების მართვა.
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი და თანხის ჩარიცხვისთვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, მათ შორის კომპანიის იურისტთან ერთად საჭირო ზომების მიღება.
  • პოტენციური კლიენტების/მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება.
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/მომხმარებლებთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • კლიენტებთან/მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათ საჭიროებებზე რეაგირება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.
  • არსებული კლიენტების პროდუქციით უზრუნველყოფა და ასორტიმენტის გაფართოება.
  • პროდუქციის ნაშთების პროგრამული გადამოწმება.
  • შესრულებული დავალებების შესახებ ანგარიშების მომზადებადა წარდგენა მენეჯმენტისთვის.
  • უშუალო ხელმძღვანელის სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
  • საკუთარი ეფექტურობის შეფასება და პროფესიული უნარების გაუმჯობესებისათვის მუდმივი სწრაფვა.

პიროვნული თვისებები

  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების წარმომადგენელი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post