← All vacancies

Q99RMC80 Posted 20 Nov Views: 20

ფარმაცევტული პროდუქტის მენეჯერი

GMT Pharma external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 30) Apply by 20 Dec

შპს "ჯიემთი ფარმა" წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფასა და ზრდას და პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული ურთიერთობების შენებას.

შპს "ჯიემთი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • განაკვეთი: სრული

პოზიციის მიზანი

პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია ფარმაცევტული პორტფელის ეფექტურ მართვაზე - პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებიდან გაყიდვების ზრდამდე, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებამდე. პოზიცია მოითხოვს ბაზრის ღრმა ანალიზს, მულტიდისციპლინურ გუნდებთან მუშაობას და სტრატეგიულ აზროვნებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მსოფლიო ბაზარსა და ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში არსებული ტენდენციების გაცნობა, ანალიზი;
  • ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების განსაზღვრა ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და ფასების ანალიზი და მონიტორინგი;
  • პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო, საექიმო ან/და მომხმარებელზე გათვლილი საინფორმაციო-სარეკლამო მასალის მომზადება;
  • პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება;
  • მარკეტინგული გეგმების შემუშავება (პრეზენტაციები, კამპანიები, სამედიცინო მასალები);
  • თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან და სამედიცინო წარმომადგენლების მხარდაჭერა;
  • პროდუქტის შესახებ ტრენინგების ჩატარება (გაყიდვების გუნდისთვის);
  • კომუნიკაცია რეგისტრაციის, შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებთან;
  • პროდუქტის შესრულების (KPI) მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფარმაციაში ან მედიცინაში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ სექტორში (პროდაქტ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე);
  • ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარები;
  • მარკეტინგული აზროვნება და გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი);
  • MS Office-ის (Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;

რას გთავაზობთ კომპანია

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილებას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post