Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

Q9ABT0SH Posted 19 Nov Views: 0

გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელი

Coral Club external listing
Batumi Full-time Sales
₾2500 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"Coral Club" 1998 წლიდან აწარმოებს ჯანსაღი კვების პროდუქტებს, კოსმეტიკურ საშუალებებსა და სახლისთვის განკუთვნილ უსაფრთხო საწმენდ და სარეცხ საშუალებებს.

კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი 200-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში მიეწოდება მომხმარებლებს. Coral Club-ის წარმომადგენლობები 38 ქვეყანაშია გახსნილი, გაყიდვების ოფისების საერთო რაოდენობა კი 350-ს შეადგენს.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები და მუდმივად ვვითარდებით. სწორედ ამიტომ, ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელს.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ოფისსა და მის ფარგლებს გარეთ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ოფისის მუშაობის მომზადებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • ოფისის საქმიანობის დასაწყებად და მიმდინარე ამოცანების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის მომზადების ორგანიზება;
  • ოფისის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • საოფისე ხარჯების ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
  • მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მიღების წესის განსაზღვრა, მინდობილობების გაფორმება და გადახდების ორგანიზება;
  • საოფისე საკანცელარიო ნივთების, სახარჯი მასალებისა და სამუშაოსთვის საჭირო სხვა მატერიალური რესურსების მიღებისა და აღრიცხვის ორგანიზება;
  • კომპანიის ღონისძიებებზე სტუმრების დახვედრისა და რეგისტრაციის, მომხმარებელთა მომსახურებისა და შეხვედრების, პრეზენტაციების, თათბირების, კონფერენციებისა და სემინარების ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის ორგანიზება;
  • ოფისში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების ორგანიზება;
  • საქმისწარმოების პროცესის კოორდინაცია და საოფისე დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
  • საქმიანი კორესპონდენციის წარმოება, საქმიანი მიმოწერის მართვა და საჭირო მასალების გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • ოფისის თანამშრომლების შრომითი დისციპლინის კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში თანამშრომლების დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • 1C-ის, Bitrix-ისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • მივლინებებში გამგზავრების მზაობა;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ოფისი. ბათუმი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 2 დასვენების დღე;
  • ოფიციალური დასაქმება;
  • ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში — 2500 ლარი, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ — 3000 ლარი.
Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post