← All vacancies

QDB433KZ Posted 19 Nov Views: 0

შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი

Tbilisi Full-time Sales
₾1100–1300 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული მასალებით ვაჭრობა, ასევე საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალ მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • შესყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და პროცესების კოორდინაცია;
  • პოტენციური მომწოდებლების მოძიება და ბაზრის კვლევა;
  • ფასების შეთავაზებების მიღება და ერთმანეთთან შედარება;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი);
  • შეკვეთილი საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია ხელფასი 1100-დან 1300 ლარამდე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 1600 ლარის ოდენობით. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 სამუშაო დღე - 09:00-18:00 (შესვენება 1 სთ). ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157. ბენეფიტები: 1. Fitpass (ფიტპასი); 2. უფასო კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post