← All vacancies

QMD1S4AN Posted 18 Nov Views: 2

დამხმარე კარის საწყობში

ზოდი external listing
₾1200 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე. "ზოდის" მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა. "ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით - თბილისსა და ბათუმში. კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას კარის საწყობში დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 188დ (სარაჯიშვილის მეტროსთან);
  • ანაზღაურება: 1200 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პროდუქციის მიღებაში, დასაწყობებასა და დატვირთვაში დახმარება;
  • საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის შიდა გადაადგილებაში მონაწილეობის მიღება;
  • აღწერის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, საწყობში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები

  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართეთ. შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post