8,745 live vacancies
← All vacancies

QNJ6RXA3 Posted 11 Sep 46 views

ბეტა ჰოლდინგი

ბეტა ჰოლდინგი

ბათუმის ფილიალის მენეჯერი

Batumi Full-time Administration / Management
Sign in and apply
Negotiable Apply by 10 Oct

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას - „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ - რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ. ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

„ბეტა პრინტი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: - ფილიალის მენეჯერი უზრუნველყოფს სავაჭრო-საწარმოო პროცესების შეუფერხებელ წარმართვას, - მომსახურების მაღალ სტანდარტსა და ფილიალის გაყიდვების ზრდას. - პოზიცია გულისხმობს გუნდის ლიდერობასა და ოპერაციული ეფექტურობის მართვას კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები: - ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის სრული მართვა - გუნდის წევრების კოორდინაცია, მოტივაცია და სამუშაო პროცესის ეფექტურობის კონტროლი - მომხმარებელთა მაღალი სტანდარტით მომსახურება და რთული/პრობლემური სიტუაციების ოპერატიული მოგვარება - შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და გაცემის ვადებისა და ხარისხის მკაცრი კონტროლი - გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი, ფინანსური ოპერაციებისა და ნაღდი ფულის ბრუნვის მონიტორინგი - ცენტრალურ ოფისთან მჭიდრო კომუნიკაცია, ანგარიშგება და შიდაპოლიტიკის დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - მენეჯერულ ან სახელმძღვანელო პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სარეკლამო/სტამბურ სფეროში ან მომსახურების სექტორში მუშაობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად) - საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული და პროფესიული თვისებები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მართვის უნარი - ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი - ძლიერი ლიდერული, გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი - ორიენტაცია შედეგებსა და ხარისხიან სერვისზე

რას გთავაზობთ? - სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს - კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას - პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბეტა ჰოლდინგი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post