← All vacancies

QW2SNXFS Posted 18 Nov Views: 2

უმცროსი ბუღალტერი

სითიქომი external listing
₾1800–2000 / month Continue to the original listing ↗

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრს, რომელსაც აქვს განვითარების სურვილი და შეძლებს ფინანსური პროცესების ეფექტიან მხარდაჭერას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან მონათესავე მიმართულებით
  • საბუღალტრო პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა (სიღრმისეული ცოდნა არ მოითხოვება)

ძირითადი მოვალეობები

  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება, აღრიცხვა და კონტროლი
  • საბანკო ოპერაციების შესრულება, აღრიცხვა და კონტროლი
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი
  • შესყიდვების, რეალიზაციისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (Net), გამოცდილების შესაბამისად
  • სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • ყოველკვარტალური დამატებითი Day Off

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების შესახვევი)

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი https://career.citycom.ge/vacancies/umtsrosi-bughalterii

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post