ტენდერი პრემიუმ კლასის საახალწლო სასაჩუქრე ბოქსების შესყიდვაზე
ვებსერვისი აცხადებს ტენდერს პრემიუმ კლასის საახალწლო სასაჩუქრე ბოქსების შესყიდვაზე
სასაჩუქრე ბოქსების სამიზნე აუდიტორია სასაჩუქრე ბოქსები განკუთვნილია მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელი პირებისა და მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორებისთვის. შესაბამისად, საჩუქრის კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს პრემიუმ სეგმენტის აუდიტორიას.
ბოქსის შიგთავსი ბოქსის კონკრეტული შიგთავსი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ტენდერში მონაწილე კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს პროდუქციის კომბინაცია. შიგთავსი შესაძლებელია მოიცავდეს: - პრემიუმ საკონდიტრო და დელიკატესების პროდუქტებს; - მაღალი ხარისხის ჩაის ან ყავის პროდუქტებს; - გასტრონომიულ პროდუქტებს; - პრემიუმ აქსესუარებს; - საოფისე/სამუშაო აქსესუარებს; - lifestyle კატეგორიის პროდუქტებს; - საახალწლო დეკორატიულ ელემენტებს; - პერსონალიზებულ ნივთებს; - ქართული წარმოების პრემიუმ პროდუქტებს; - სხვა შესაბამის და კრეატიულად შერჩეულ პროდუქტებს.
აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს სავალდებულო პროდუქციის სიას. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული პროდუქციის თითოეულმა ელემენტმა გაამართლოს თავისი ადგილი საერთო კონცეფციაში.
სატენდერო წინადადებაში წარსადგენი მასალა ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: - კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია და შესაბამისი გამოცდილების აღწერა; - ბოქსის სრული შიგთავსის ჩამონათვალი; - პროდუქციის წარმოშობის/ბრენდის შესახებ ინფორმაცია, სადაც ეს რელევანტურია; - ერთი ბოქსის ღირებულება და ფასში შემავალი ყველა ხარჯის დეტალური ჩამონათვალი; - ტრანსპორტირების/მიწოდების ღირებულება თბილისის მასშტაბით, თუ ცალკე არის განსაზღვრული; - გადახდის პირობები;
რაოდენობა - სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა: 50 ბოქსი. - საბოლოო რაოდენობა შესაძლოა დაზუსტდეს ტენდერის გამარჯვებულ - კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. - უპირატესობა მიენიჭება ისეთ კონცეფციებს, რომლებიც იქნება ორიგინალური, - თანამედროვე და არასტანდარტული, თუმცა ამავდროულად რეალურად - წარმოებადი და კომერციულად განხორციელებადი.
ტენდერში მონაწილეობის წესი ტენდერში მონაწილე კომპანიებმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გამოგზავნილ შეთავაზებაში გთხოვთ, მიუთითოთ: Subject: „საახალწლო სასაჩუქრე ბოქსები - სატენდერო წინადადება“
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.