← All vacancies

RBZVQ74Z Posted 19 Nov Views: 7

ჰოლდინგის ფინანსებისა და სტრატეგიის მთავარი ოფიცერი

Episode Food Holding external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"Calora Group" და "Episode Food Holding" აცხადებენ ვაკანსიას მაღალი მმართველობითი პოზიციისთვის - ჰოლდინგის ფინანსებისა და სტრატეგიის მთავარი ოფიცერი.

ვეძებთ გამოცდილ ფინანსურ და სტრატეგიულ ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს ჰოლდინგის ფინანსურ დეპარტამენტს, მათ შორის მოქმედ ფინანსურ დირექტორს, და პასუხისმგებელი იქნება ჯგუფში შემავალი ბიზნესების ფინანსურ მდგრადობასა და სტრატეგიულ განვითარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების ბიზნესსტრატეგიების შემუშავება და განხორციელების კონტროლი;
  • ახალი ბიზნესპროექტების დაგეგმვა, ფინანსური შეფასება და განვითარების სტრატეგიების მომზადება;
  • წლიური ბიუჯეტების, ფინანსური გეგმებისა და Cash Flow-ის მართვა;
  • ფინანსური, საოპერაციო და სტრატეგიული რისკების შეფასება და კრიზისული მართვის გეგმების შემუშავება;
  • ფინანსური დეპარტამენტისა და მოქმედი ფინანსური დირექტორის ხელმძღვანელობა;
  • ბანკებთან მოლაპარაკებები, დაფინანსების მოზიდვა და ფინანსური ვალდებულებების მართვა;
  • თითოეული ბიზნესის მომგებიანობის ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება;
  • სახელფასო და ბონუსური სისტემების ფინანსური დაგეგმვა;
  • ჰოლდინგის დირექტორისთვის ფინანსური და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • HoReCa სექტორში ფინანსური მართვის გამოცდილება - სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესის ფინანსური მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა;
  • საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება - კომერციულ ბანკში ფინანსური ანალიზის, დაკრედიტების, რისკების მართვის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ბუღალტრული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება - აღრიცხვის, ანგარიშგებისა და საგადასახადო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ბიუჯეტირების, Cash Flow-ისა და ფინანსური კონტროლის მიმართულებით;
  • ფინანსური გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ბიზნესსტრატეგიების, ახალი პროექტების ფინანსური მოდელებისა და რისკების მართვის გეგმების შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლება და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

მნიშვნელოვანი პირობა:

ყველა ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მოთხოვნა სავალდებულოა.

თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მისი განაცხადი ავტომატურად გამოირიცხება შერჩევის პროცესიდან და აღარ განიხილება.

გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის გამოგზავნა

სათაური: Chief Financial & Strategy Officer (CFSO)

CV-ში მკაფიოდ უნდა ჩანდეს თითოეული სავალდებულო მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post