ჭურჭლის მრეცხავი
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- დროის მენეჯმენტის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, ჭურჭლის დარეცხვა სტანდარტების შესაბამისად;
- სარეცხ-საწმენდი საშუალებების რაციონალურად გამოყენება/ხარჯვა;
- დარეცხილი ჭურჭლის თაროებზე განთავსება (ჰაერზე გაშრობის მიზნით);
- მუდმივი კონტროლი სამრეცხაოს სისუფთავეზე და ნარჩენების დროულად გატანის ორგანიზება;
- HACCP სტანდარტის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი; ანაზღაურება: დღეში - 62, 60 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!