სოციალური მედიის მართვის მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, მუხათგვერდის ასახვევი სამუშაო გრაფიკი (ჰიბრიდული): ორშაბათი - პარასკევი, 09.00-17.00 საათი, შესვენება 1 საათი. ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის მიზნებზე მორგებული სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება.
- ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის შედგენა. ტექსტური (Copywriting), ვიზუალური და ვიდეო მასალების (Reels, TikTok, Stories) დაგეგმვა და უშუალოდ შექმნა.
- პოსტების რეგულარული გამოქვეყნება და პლატფორმების ვიზუალური იერსახის კონტროლი.
- შემომავალ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხების გაცემა.
- სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების (Meta Ads, TikTok Ads, LinkedIn Ads) დაგეგმვა, გაშვება, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და მონიტორინგი.
- ანალიტიკა და რეპორტინგი: კამპანიებისა და პოსტების შედეგების გაანალიზება და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისადმი.
- კომპანიის ვებ-გვერდის მართვა.
მოთხოვნები
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
პიროვნული თვისებები
- კრეატიულობა;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შესასრულებელ სამუშაოსთან თქვენი შესაბამისობის განსაზღვრის და თქვენთან შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!