← All vacancies

S7967Y3A Posted 20 Nov Views: 7

მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი

თიბისი ფეი

თიბისი ფეი

თიბისი ფეი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 18) Apply by 9 Dec

Insurance · in the ad

თიბისი ფეი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

უკვე 15 წელია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.

თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4,000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე ციფრული პლატფორმები - ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია. კომპანიის არხებში სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1,000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები

  • შემომავალი ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის
  • მიწოდება;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციების გაწევა სერვისის სარგებლობის წესების
  • შესახებ;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჭიროებების მოგვარება;

განათლება

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

გამოცდილება

  • არ არის აუცილებელი
  • პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • განვითარების სურვილი;

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი - მოქნილი გრაფიკი ცვლების მიხედვით;
  • ანაზღაურება - ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა (მზარდი ანაზღაურებით)
  • სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, თბილისი

ბენეფიტები

  • მუდმივი განვითარების შესაძლებლობა - ცოდნის გაზიარება და უწყვეტი სწავლა
  • სრული მხარდაჭერა ონბორდინგის პროცესში – ახალ პოზიციაზე ადაპტაციისთვის
  • საჭირო რესურსები და მენტორინგი
  • შიდა ტრენინგები და ვორქშოპები – პროფესიული უნარების გაუმჯობესება კომპანიის
  • მხარდაჭერით
  • დამატებითი 5 დასვენების დღე წელიწადში
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 6 თვე ანაზღაურებადი დეკრეტი
  • გუნდის შეკრებები, გასვლითი გუნდური აქტივობები, მასტერკლასები, თიმბილდინგები
  • გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი
  • რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი“. გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს „თიბისი ფეის“ კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში „Microsoft 365“-ის ღრუბლოვან სისტემაში. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს,დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი ან *2747; ელ ფოსტა ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post