Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

S7SQ5YZ4 Posted 16 Nov Views: 1

რეკრუტერი

Hash Bank external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: რეკრუტერი
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი მოვალეობები

  • ვაკანტურ პოზიციებზე სრული რეკრუტინგის ციკლის მართვა — მოთხოვნის მიღებიდან კანდიდატის შერჩევასა და შეთავაზების ეტაპამდე;
  • Hiring Manager-ებთან თანამშრომლობა ვაკანტური პოზიციის საჭიროებების, კანდიდატის პროფილისა და შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით;
  • სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება და ვაკანსიების შესაბამის არხებში განთავსება;
  • კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა წყაროსა და პლატფორმის გამოყენებით, მათ შორის LinkedIn, დასაქმების პლატფორმები, პროფესიული ქსელები და პირდაპირი მოძიება (headhunting);
  • კანდიდატების CV-ს გადარჩევა და პოზიციასთან შესაბამისობის პირველადი შეფასება;
  • კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაციისა და HR ინტერვიუების ჩატარება;
  • კანდიდატების პროფესიული გამოცდილების, მოტივაციის, კომპეტენციებისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება;
  • კანდიდატების შერჩევის პროცესის კოორდინაცია Hiring Manager-ებთან და სხვა ჩართულ პირებთან;
  • ინტერვიუების დაგეგმვა და პროცესის ყველა ეტაპზე კანდიდატებთან დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • კანდიდატებისთვის შეთავაზების მომზადებისა და შეთავაზების პროცესის მართვაში მონაწილეობა;
  • შერჩევის პროცესის შესახებ კანდიდატებისთვის უკუკავშირის მიწოდება;
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზის/ATS-ის განახლება და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია;
  • რეკრუტინგის პროცესის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • ვაკანსიების ეფექტიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკრუტინგ არხების გაუმჯობესება;
  • Talent Pool-ის შექმნა და განვითარება, განსაკუთრებით კრიტიკული და ხშირად განმეორებადი პოზიციებისთვის;
  • კანდიდატების გამოცდილების (Candidate Experience) გაუმჯობესებაზე ზრუნვა შერჩევის ყველა ეტაპზე;
  • დამსაქმებლის ბრენდის განვითარებაში მონაწილეობა და რეკრუტინგთან დაკავშირებული კომუნიკაციების მხარდაჭერა;
  • შერჩევის პროცესში გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
  • HR გუნდის სხვა პროცესებში მონაწილეობა კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სრული recruitment cycle-ის მართვის გამოცდილება;
  • კანდიდატების აქტიური მოძიებისა და Headhunting-ის პრაქტიკული გამოცდილება;
  • LinkedIn-ისა და დასაქმების პლატფორმების ეფექტურად გამოყენების ცოდნა;
  • ინტერვიუს ჩატარებისა და კანდიდატის შეფასების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • HR/ATS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • კანდიდატზე და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;
  • მრავალ დავალებასთან პარალელურად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის სათანადოდ მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 დეკემბერი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: რეკრუტერი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post