დამხმარე ასისტენტი / შინლოვლის პროგრამაში
ვეძებ პასუხისმგებლიან, მზრუნველ და კვალიფიციურ სპეციალისტს 11 წლის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვისთვის, დამხმარე ასისტენტს სახელმწიფო შინმოვლის პროგრამის ფარგლებში მომსახურების გასაწევად.
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
- დღეში 6 საათი;
- კვირაში 36 საათი;
- შესაძლებელია მცოცავი სამუშაო გრაფიკი, რომელიც წინასწარ შეთანხმდება დასაქმებულთან;
- კვირა — დასვენების დღე.
- ასევე განიხილება შესაბამისი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტის კანდიდატურა.
აუცილებელი და სასურველი უნარები
- აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- არავერბალურ ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი;
- ქცევითი სირთულეების მართვის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
- თვითმოვლისა და დამოუკიდებლობის უნარების განვითარებაში დახმარება;
- ბავშვის საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი აქტივობების განხორციელება;
- რთულ ქცევებზე მშვიდი და უსაფრთხო რეაგირება;
- ოჯახთან თანამშრომლობა და ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.