ტურ-ოპერატორი
"აირლაინს თრეველი" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:30-18:00 სთ.
- დასვენების დღე: კვირა
- ანაზღაურება: 800 ლარი
- სტაჟირება: არაანაზღაურებადი
ძირითადი მოვალეობები
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა, ორგანიზება და კალკულაცია;
- კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია (როგორც ოფისში, ისე დისტანციურად), ტურისტული პაკეტებისა და მიმართულებების შეთავაზება;
- სასტუმროების, ტრანსფერისა და ავიაბილეთების ჯავშნების დამუშავება;
- პარტნიორ კომპანიებთან და უცხოელ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- ინგლისური ენის სავალდებულო ცოდნა (თავისუფლად კომუნიკაციის დონეზე);
- გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული მიდგომა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.