Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

SX7MEAAD Posted 20 Nov Views: 4

საერთაშორისო კონტენტის მენეჯერი

არქი external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 20 Nov (Days left: 14) Apply by 4 Dec

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ საერთაშორისო კონტენტის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

სამუშაო პასუხისმგებლობები

  • საერთაშორისო პროექტებისა და მიზნობრივი ბაზრების მიხედვით კონტენტ სტრატეგიისა და კრეატიული მიმართულებების შემუშავება.
  • კონტენტ იდეების, კამპანიებისა და კრეატიული კონცეფციების შექმნა.
  • სოციალური მედიის კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა.
  • ვიდეო კონტენტის იდეების, სცენარებისა და გადაღების ბრიფების მომზადება.
  • ვიდეო სააგენტოსთან მუშაობის კოორდინაცია, გადაღებების დაგეგმვა, მასალების მომზადება, უკუკავშირი და საბოლოო პროდუქტის ხარისხის კონტროლი.
  • გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობა და ვიზუალური მასალების წარმოების პროცესის მართვა.
  • ორგანული და სარეკლამო კონტენტის დაგეგმვა სხვადასხვა ციფრული არხისთვის.
  • კონტენტის ადაპტაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა ბაზრის, ენისა და აუდიტორიისთვის.
  • საერთაშორისო სოციალური მედიის არხების მართვა და კონტენტის განთავსება.
  • გამოქვეყნებული კონტენტის ეფექტიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან თანამშრომლობა ლიდების გენერაციისა და აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამისი მიმართულებით.
  • კონტენტ მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის ან კრეატიული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
  • კონტენტ სტრატეგიისა და სოციალური მედიის მართვის გამოცდილება.
  • ვიდეო პროდუქციის პროცესის ცოდნა და სააგენტოებთან ან შემოქმედებით გუნდებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Meta-ს პლატფორმებსა და ციფრულ სარეკლამო ფორმატებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია უძრავი ქონების სფეროში, საერთაშორისო ბრენდებთან ან პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post