Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

T0BMBCRM Posted 19 Nov Views: 9

მოლარე

The Design Mall external listing
₾1500 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მოლარეს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (დეტალები შეთანხმებით) ანაზღაურება: 1500 ლარი თვეში

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლებისგან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა და სალარო ოპერაციების სწორად წარმოება;
  • გადახდების, ჩეკებისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი;
  • დღის განმავლობაში განხორციელებული ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა;
  • სალაროში არსებული თანხის კონტროლი და დღის ბოლოს სალაროს დახურვა;
  • საბანკო ბარათითა და სხვა ელექტრონული გადახდის საშუალებებით ანგარიშსწორების განხორციელება;
  • მომხმარებლებისთვის გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • სალაროსთან დაკავშირებული საკითხების დროული და ეფექტიანი მართვა;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მოლარედ მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დიზაინის, სამშენებლო ან სარემონტო მასალების გაყიდვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს სავაჭრო სივრცეში ან მაღაზიაში მოლარედ მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიზაინ მოლის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post