Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

TB3TPE0H Posted 19 Nov Views: 0

წყლის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

Tbilisi Full-time Other
₾1400 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 10) Apply by 29 Nov

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ბაკურიანის სერვის ცენტრის წყლის ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანის ს/ც, დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. № 23 ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1 400 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები

  • ქიმიური ანალიზის ჩატარება ლაბორატორიაში შემუშავებული და დამტკიცებული მეთოდების გამოყენებით ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისად;
  • წინასწარ შერჩეული ადგილებიდან წყლის ნიმუშების აღება;
  • ანალიზისათვის საჭირო მხოლოდ იმ მოწყობილობების ოპერირება, რომელზეც ქიმიკოსს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება პასუხისმგებელი პირის მიერ;
  • ქიმიური გამოცდებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული დანადგარების და საზომი აპარატურის მუშა მდგომარეობის გაკონტროლება, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება და შიდა დაკალიბრება შემუშავებული ინსტრუქციების და სხვა დოკუმენტაციის მიხედვით;
  • ანალიზისათვის საჭირო ხსნარების, რეაქტივების, ინდიკატორების მომზადება და გაფორმება მოთხოვნების შესაბამისად;
  • საგამოცდო ობიექტებთან მოპყრობის წესების დაცვა;
  • ტექნიკური გაანგარიშებები, გრაფიკების აგება და გამოთვლების მეთოდები და საშუალებები;
  • შეასრულოს მის მიერ ჩატარებული გამოცდის მეთოდების შესაბამისი დაანგარიშებები, საბოლოო შედეგის მისაღებად;
  • გააანალიზოს, შეაფასოს, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთად განიხილოს და გააფორმოს გამოცდის შედეგები შესაბამის ჟურნალებში მეთოდური დოკუმენტების შესაბამისად;
  • მოახდინოს მის მიერ შესრულებული გამოცდის შედეგების ავტორიზაცია;
  • მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაში;
  • ანალიზების შედეგების დადგენილი სტანდარტიდან გადახრის შემთხვევაში ლაბორატორიის ხელმძღვანელის და/ან დეპარტამენტის უფროსის ინფორმირება;
  • ლაბორატორიულ მუშაობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება, შედგენილი ინსტრუქციების და სტანდარტების შესაბამისად;
  • ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა თითოეული გამოცდის დროს;
  • ლაბორატორიის ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერების კონტროლი;
  • იზრუნოს რეაქტივების, ტიტრიანი ხსნარების, ლაბორატორიული დანადგარებისა და აპარატურის შესაბამის მდგომარეობაში ყოფნაზე, ასევე აღწეროს რეაქტივების და ლაბორატორიის ჭურჭლის შემოსავალ-გასავალი და თვალყური ადევნოს მათ ეკონომიურ და რაციონალურ გამოყენებას;
  • ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
  • შრომის კანონმდებლობის, უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ლაბორატორიაში მუშაობის წესების დაცვა;
  • ნარჩენების იდენტიფიკაცია, მოგროვება, შენახვა, გაუვნებლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: პროფესიული განათლება/უმაღლესი განათლება; უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • მიმართულება: ჯანდაცვა; დარგი სპეციალობა: მედიცინა/საზოგადოებრივი ჯანდაცვა/ ფარმაცია/საექთნო საქმე; მიმართულება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; დარგი/სპეციალობა: ქიმია/ბიოლოგია;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint, Microsoft Office Outlook ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმიან ურთიერთობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 29 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post