კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
"თრექინგს ჯი" საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საბაჟო, საერთაშორისო ლოგისტიკისა და საფოსტო მომსახურებას როგორც ინდივიდუალური ამანათების, ისე კომერციული ტვირთების მიმართულებით.
პოზიცია: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი ანაზღაურება: 1, 400 ლარი
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- შაბათი: 11:00-16:00.
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტთა მომსახურების გუნდის საქმიანობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- თანამშრომლებისთვის სამუშაოს განაწილება და შესრულების კონტროლი;
- მომსახურების ხარისხისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- კლიენტთა საჩივრებისა და პრობლემური შემთხვევების მართვა;
- მომსახურების პროცესების გაუმჯობესება და სამუშაო სტანდარტების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.