Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

VNV54AEQ Posted 17 Nov Views: 20

საწყობის ოპერატორი

იტა external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

Website: http://www.ita.com.ge/ Facebook: https://www.facebook.com/ita.com.ge

კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • საწყობში არსებული მარაგების აღწერისა და ფაქტობრივი ნაშთების დოკუმენტურ მონაცემებთან შედარების პროცესში მონაწილეობა;
  • იმპორტირებული საქონლის მიღება, რაოდენობების დოკუმენტებთან შედარება, დათვლა და აღრიცხვა;
  • პროდუქციის სწორად დასაწყობება და ავტონაწილების შესაბამის თაროებზე განთავსება;
  • სასაწყობო სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობო მარაგების სწორად განთავსებისა და აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა.
  • მარაგების გაცემა

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • მიღებული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის ინვოისში მითითებულ რაოდენობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობო-მატერიალური მარაგების ზუსტი აღრიცხვა და დასაწყობება;
  • საწყობში არსებული დანაკლისის კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება.

პიროვნული კომპეტენციები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 117 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "საწყობის ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post