8,713 live vacancies
← All vacancies

VPQHJCD5 Posted 2 Sep 60 views

ჯი ეს ემ სერვისი

ჯი ეს ემ სერვისი

ავტონაწილების კონსულტანტი

Tbilisi Full-time Sales
Sign in and apply
Negotiable Apply by 2 Oct

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ავტონაწილების კონსულტანტი

პოზიციის შესახებ ავტოსერვისიდან შემოსული დეფექტური აქტის საფუძველზე საჭირო ავტონაწილების იდენტიფიცირება, საწყობის ნაშთის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე მოძიებისა და შესყიდვის ორგანიზება.

შესასრულებელი სამუშაო - ავტოსერვისიდან შემოსული მოთხოვნის მიღება და დამუშავება; - კატალოგში VIN კოდის მიხედვით საჭირო დეტალის შესაბამისი OEM კოდის იდენტიფიცირება და შესაბამისი ანალოგის შერჩევა; - საწყობის პროგრამაში ნაწილისა და ნაშთის გადამოწმება და არსებულის შემთხვევაში საწყობში ნაწილის პროგრამულად გამოწერა; - საჭირო ნაწილის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე მოძიება და შესყიდვის ორგანიზება; - გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი; - მომწოდებლების მოძიება, მომწოდებლების შერჩევა და სხვადასხვა დასახელების საქონლის/მომსახურების კომპანიისათვის საუკეთესო პირობებით შესყიდვა; მიღებული ნაწილის შესაბამისობის გადამოწმება; - მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი; - შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების შენახვა - დაარქივება; - მიღებული პროდუქციის ზედნადებების დადასტურება, პროგრამაში მიღება და ასახვა; - მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; - სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; - რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. რეზიუმის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ჯი ეს ემ სერვისი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post