წარმოების ოპერატორი
კომპანია "პოლიპრო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
"პოლიპრო" არის ერთადერთი ლამინირებული იატაკის ქვეშსაგების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2021 წელს.
ჩვენი პროდუქცია ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვამარაგებთ ქართულ ბაზარს მაღალი ხარისხის ქვეშსაგებით.
"პოლიპრო"-ს გუნდი მუდმივად ვითარდება, იზრდება და ეძებს შრომისმოყვარე ადამიანებს, რომელთაც სურთ სტაბილური კარიერა და რეალური განვითარების შესაძლებლობა.
საწარმო მდებარეობს თბილისში, ლილოს დასახლებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** დანადგართან მუშაობა;
** დანადგარის რეგულირება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** საწარმოში არსებული ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
** საწარმოს ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნოლოგიური პროცესის ათვისების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკური/პროფესიული განათლება;
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
** ფიზიკური სამუშაოების შესრულების უნარი.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** საათები: 09:00 - 18:00 სთ-მდე (შუალედში დასვენება)
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
** გამოსაცდელი პერიოდის ანაზღაურება: 1500 ლარი;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ანაზღაურება: 1800 ლარი, ხელფასის მომატების პერსპექტივით.
** შერჩეული კანდიდატი ადგილზე გაივლის 5 დღიან ტრენინგს, რომელიც ანაზღაურდება 250 ლარით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://tealfoam.ge/ ან ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/share/17on8Y2MmG/
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ოპერატორი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.