დისტანციური ღამის ოპერატორი
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?
- შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
- მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
- შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
- მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;
ვის ვეძებთ?
- აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს;
- მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
- ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.
ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს
- სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს: 19:00-09:00 ან 17:00-07:00
- ანაზღაურება: 800 ლარი
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ
- სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
- დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
გისურვებთ წარმატებას!