შემომყვანი ტურ მენეჯერი
ტურისტულ კომპანია Maspindzeli Travel-ში გვაქვს შემომყვანი ტურ მენეჯერის ვაკანსია.
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოში დაუვიწყარი მოგზაურობის შექმნაში.
მოვალეობები
- ტურისტული პროდუქტების შედგენა: ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მარშრუტების დაგეგმვა და ფასების გაანგარიშება
- საქართველოში არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია: სასტუმროების, ტრანსპორტის, გიდებისა და სხვა სერვისების ჯავშნა და კოორდინაცია
- საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია: მოთხოვნებზე პასუხი, შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა
- ჯავშნების მართვა და მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა
- ტურის მიმდინარეობისას სტუმრების მხარდაჭერა და წამოჭრილი საკითხების სწრაფი მოგვარება
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო)
- სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ტურიზმში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა
- დროის მართვის უნარი
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ხელფასს და მაღალ ბონუსს
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
- მეგობრულ გუნდს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV.