სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქციები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
- სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
- დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
- რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
- შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
- დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
- სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება; დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
- ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.