8,939 live vacancies
← All vacancies

X2Q6MZ4A Posted 28 Sep 3 views

ახალი ხედვა

ახალი ხედვა

დისტრიბუტორი

Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Sign in and apply
₾1800 / month Apply by 29 Oct

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის დისტრიბუცია და ფილიალებში/ობიექტებზე დროული მიწოდება;
  • პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • თანმხლები დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
  • პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება და ჩაბარება;
  • მარშრუტისა და მიწოდების გრაფიკის დაცვა;
  • საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
  • მართვის მოწმობა — თუ პოზიცია ავტომობილით გადაადგილებას მოითხოვს.

პიროვნული უნარები:

  • დისტრიბუციის/კურიერის/ლოჯისტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • ქალაქში გადაადგილებისა და მარშრუტების დაგეგმვის გამოცდილება;
  • პროდუქციისა და დოკუმენტაციის სწორად ჩაბარების გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება დისტრიბუტორი.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
ახალი ხედვა
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post