← All vacancies

X80E4WKR Posted 20 Nov Views: 22

ფინანსური აღრიცხვების სპეციალისტი

MAQRO Development

MAQRO Development

MAQRO Development external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 28) Apply by 19 Dec

Insurance · in the ad

MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. MAQRO GROUP არის დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, რესტორნების, კომერციული სივრცეებისა და ოფისების მშენებლობა განვითარებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე გარემო, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვების სპეციალისტის პოზიციაზე- (სასტუმროების მართვის მიმართულებით)

გუნდში ვეძებთ გამოცდილ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება და კარგად ესმის სასტუმროს ბიზნესის ფინანსური და ოპერაციული პროცესების სპეციფიკა.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროების ფინანსური ოპერაციების აღრიცხვისა და კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • ფინანსური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
  • სასტუმროების შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი;
  • ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და შესაბამისი ფინანსური საკითხების კოორდინაცია;
  • ფინანსური ინფორმაციის შეჯერება და შესაბამისი უწყისების მომზადება;
  • ფინანსური პროცესების ეფექტიანობისა და აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროების მართვის ან სასტუმროს ინდუსტრიაში ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);
  • სასტუმროს ფინანსური და ოპერაციული პროცესების სპეციფიკის ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და მონაცემების ანალიზის ძლიერი უნარები;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო და ფინანსურ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

მოთხოვნილი ენები

  • ინგლისური ენა-B2 დონეზე
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ

  • დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში.
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო ადგილი: თბილისი ინდუსტრია: სასტუმროების მართვა სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

თუ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა და გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო უნარებით, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითებ პოზიციის დასახელება სრულად. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post