ავტოპარკის თანამშრომელი - C კატეგორია
"Hertz Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის თანამშრომლის პოზიციაზე (C კატეგორია)
ძირითადი მოვალეობები
- ავტოპარკის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
- სატვირთო ავტომობილების გადაადგილება, სერვისცენტრებში გადაყვანა და დაბრუნება;
- ავტომობილების მომხმარებლებთან მიწოდება და უკან დაბრუნების ორგანიზება;
- ავტომობილების მიღება-ჩაბარება და მათი ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება;
- გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
- ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია და მიმდინარე სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მოქმედი C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სატვირთო ავტომობილების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე ანაზღაურება: 1800 მომატების პერსპექტივით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ავტოპარკის თანამშრომელი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.