Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

XCGRRC7S Posted 17 Nov Views: 0

კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

₾1100 / month Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

გსურს იმუშაო გუნდში, სადაც შენი ყოველდღიური შრომა ნამდვილად მნიშვნელოვანია?

"ფიქს პრაისი" საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს. ჩვენს მაღაზიებში მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას — საკვებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილსა და ყოველდღიურად საჭირო სხვა ნივთებს.

ვაგრძელებთ განვითარებასა და გაფართოებას და ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს გუნდთან ერთად იზრუნებენ მომხმარებლების კმაყოფილებასა და მაღაზიის გამართულ მუშაობაზე.

ვაკანსია | კონსულტანტ-მერჩენდაიზერი ლოკაცია: თბილისი, საბურთალო.

რას გთავაზობთ?

  • ანაზღაურება — 1, 100 ლარი ხელზე და მეტი;
  • სამუშაო გრაფიკი 2/2 — ორი სამუშაო დღე და ორი დასვენების დღე;
  • სტაბილური სამუშაო გარემო მზარდ კომპანიაში;
  • მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
  • მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობა.

რას გააკეთებ?

  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განთავსებასა და მოწესრიგებას;
  • პროდუქციის ვადებისა და სექციაში სისუფთავის კონტროლს;
  • მომხმარებლების თავაზიან და სწრაფ მომსახურებას;
  • პროდუქციის ასორტიმენტისა და განლაგების შესახებ ინფორმაციის ცოდნას;
  • მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობასა და გაყიდვების ხელშემწყობ აქტივობებში მონაწილეობას;
  • უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდთან თანამშრომლობას.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო

  • კომუნიკაბელური და თავაზიანი;
  • პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური;
  • ენერგიული, ყურადღებიანი და ორგანიზებული;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდთან თანამშრომლობის უნარის მქონე.

დამატებითი უპირატესობა იქნება

  • გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია მოტივაცია, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება;
  • სამუშაო საათები: 10:00-21:00;
  • შესვენება: 1 საათი;
  • ანაზღაურება: საათობრივი; თვიური ანაზღაურება — 1, 000 ლარი ხელზე და მეტი.

როგორ შემოგვიერთდე?

გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდი ტელეფონზე.

მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები!

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვაკანსიის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ პოზიციაზე ან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გამოყენებულ იქნეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post