გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "კლინტექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის ვებგვერდი: https://zoma.ge/
კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც არსებულ კლიენტებთან, ასევე აქტიურად მოიძიებს ახალ პოტენციურ მომხმარებლებს და იზრუნებს გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- კომპანიის მიერ გადაცემულ არსებულ კლიენტთა ბაზასთან მუშაობა, რეგულარული ვიზიტები და შეკვეთების მიღება;
- HoReCa სექტორში ახალი პოტენციური კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და მოზიდვა;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლების კონსულტირება პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ;
- არსებულ კლიენტებთან გაყიდვების მოცულობის გაზრდა და თანამშრომლობის განვითარება;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი და გაყიდვების გეგმური მაჩვენებლების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- HoReCa სექტორში გაყიდვების გამოცდილება — აუცილებელია;
- აქტიური გაყიდვებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საკუთარი ავტომობილის ქონა — აუცილებელია.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 09:00-18:00
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1400 ლარი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.
- ჯამური ყოველთვიური შემოსავალი: 3000-5000 + ლარი.
გთხოვთ გამოაგზავნით თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექ" -მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს " კლინტექ" ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე.