Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

XYGEVCWX Posted 17 Nov Views: 0

IT პროექტების მენეჯერი

RSM Georgia Solutions external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 13) Apply by 30 Nov

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნესპროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში.

კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნესმოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. 85. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; სრული განაკვეთი, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • IT პროექტების სამუშაო გეგმის შედგენა და განახლება: სამუშაოს ფარგლების, ძირითადი ეტაპების, ვადებისა და პასუხისმგებელი პირების შეთანხმება;
  • პროექტის გუნდთან სამუშაო საკითხებზე რეგულარული კომუნიკაცია;
  • ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრა, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • პროექტის ფარგლებში შიდა შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა, გადაწყვეტილებებისა და შემდგომი ნაბიჯების დაფიქსირება;
  • პროექტის ვადების, რესურსებისა და ბიუჯეტის მონიტორინგი, რისკების დროული გამოვლენა და გადაუდებელი საკითხების მართვა;
  • პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი;
  • პროექტთან დაკავშირებული გადახდების სტატუსის მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
  • პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მონათესავე სფეროში.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები

  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, შეთანხმებული ამოცანების ბოლომდე მიყვანისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • IT პროდუქტების, ERP სისტემების და სხვა პროგრამული პროექტების მართვის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "IT პროექტების მენეჯერი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამისი ვაკანტური პოზიციებისთვის და შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post