Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

YSYCH7NH Posted 18 Nov Views: 2

კონსულტანტი

₾1000 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

კაფეტერია "კულინარია #7" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლობიანი - ეს სამსახური შენთვისაა!

სამუშაო სრულად მორგებულია სტუდენტებზე და მათ გრაფიკზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სტუმრების კონსულტაცია მენიუში წარმოდგენილი კერძების შესახებ
  • მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების მიცემა მათი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით
  • შეკვეთების სწორად მიღება და დამუშავება
  • სუფთა, კომფორტული და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კონტროლი და პრობლემების სწრაფად მოგვარება
  • გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი

სამუშაო საათები: 08:30-14:30 ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post