← All vacancies

YT9WR0X9 Posted 17 Nov Views: 0

Junior SEO სპეციალისტი

Avia.ge external listing
₾1500 / month Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"Avia.ge" საქართველოს წამყვანი ავიაბილეთების ძიებისა და გაყიდვის პლატფორმაა 8+ წლიანი საბაზრო გამოცდილებით. ჩვენ ვემსახურებით მომხმარებლებს მთელი საქართველოდან და ვმართავთ მრავალ ციფრულ პროდუქტს სამოგზაურო სფეროში.

ვაკანსიის შესახებ

ვეძებთ Junior SEO სპეციალისტს, რომელიც ჩვენი ვებპლატფორმების ორგანული ხილვადობის ზრდაში ჩაერთვება. SEO პრიორიტეტებს გამოცდილ კოლეგასთან ერთად განსაზღვრავთ, შეთანხმებულ ამოცანებს კი დამოუკიდებლად შეასრულებთ და რეგულარულ უკუკავშირს მიიღებთ.

პირობები

  • ლოკაცია: თბილისი;
  • ფორმატი: სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება: 1 500 ლარი/თვე.

ძირითადი მოვალეობები

  • საკვანძო სიტყვებისა და ძიების განზრახვის კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • გვერდების ოპტიმიზაცია: სათაურები, მეტააღწერები, შიდა ბმულები და კონტენტის სტრუქტურა
  • ინდექსაციისა და ტექნიკური SEO პრობლემების აღმოჩენა; გამოსწორების კოორდინაცია დეველოპერთან (WordPress / Next.js)
  • Google Search Console-ითა და Ahrefs-ით ორგანული კლიკების, ჩვენებებისა და საკვანძო გვერდების შედეგების მონიტორინგი
  • კონტენტ გუნდთან ერთად სტატიებისა და landing page-ების SEO ბრიფების მომზადება და ოპტიმიზაცია
  • AI ინსტრუმენტებით (ChatGPT, Claude) კონტენტის კვლევასა და ოპტიმიზაციაში მონაწილეობა; ფაქტებისა და ტექსტის ხარისხის შემოწმება

მოთხოვნები

  • გამოცდილება - 6 თვე სასურველია;
  • SEO-ში პრაქტიკული გამოცდილება - სამუშაო, სტაჟირება ან საკუთარი პროექტი;
  • Google Search Console-ისა და Ahrefs-ის ან SEMrush-ის საბაზისო ცოდნა;
  • WordPress-ში გვერდებისა და SEO პარამეტრების რედაქტირების უნარი;
  • On-page SEO-ს, შიდა ბმულებისა და ინდექსაციის საფუძვლების ცოდნა;
  • გამართული წერითი ქართული და ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნება, შეთანხმებული ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება და ვადების დაცვა;
  • ChatGPT-ის ან Claude-ის გამოყენების გამოცდილება SEO კონტენტის კვლევასა და ოპტიმიზაციაში; შედეგების გადამოწმების უნარი.

უპირატესობა მიენიჭება

  • სამოგზაურო ან ელექტრონული კომერციის სფეროში SEO-ს გამოცდილება;
  • Google Analytics 4-ის საბაზისო ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • სტარტაპ კულტურა, სწრაფი გადაწყვეტილებები
  • პროფესიული ინსტრუმენტები - Ahrefs, GSC, Asana, Make.com
  • SEO მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

განაცხადის გაგზავნა

გამოაგზავნეთ CV, სურვილის შემთხვევაში, დაურთეთ შესრულებული სამუშაოს ან სასწავლო პროექტის მოკლე აღწერა.

წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Junior SEO სპეციალისტი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post