უძრავი ქონების აგენტი
"Spot" ეძებს ყოჩაღ ახალგაზრდებსა თუ თანამოქალაქეებს თბილისში უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
უპირობოდ ვუწყობთ ხელს სტუდენტთა დასაქმებასა და მათთვის შესაბამის სამუშაო გრაფიკს. ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ მინიმუმ 2000 ლარს.
ძირითადი მოვალეობები
- გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება;
- მოძიებული ქონების პლატფორმებზე განთავსება;
- დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა/შეთავაზება;
- ვიზიტების დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არცოდნის შემთხვევაში ჩვენი გუნდის სხვა წევრები მაქსიმალურად დაგეხმარებიან კვალიფიკაციის ამაღლებაში!
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველთვიურად.
კომპეტენციები და უნარები
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მონდომება;
- და ისევ პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება!
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების აგენტი".
გელით და გისურვებთ წარმატებას!