კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
კომპანია "SIXT" არის გერმანული ავტომობილების გაქირავებისა და მობილობის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. SIXT Georgia აქტიურად ვითარდება და ეძებს კლიენტთა მომსახურების მენეჯერს გუნდის გასაძლიერებლად.
ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეუძლია რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა და ორიენტირებულია შედეგზე.
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტებთან კომუნიკაცია გაქირავებამდე, პროცესში და ავტომობილის დაბრუნების შემდეგ;
- ჯავშნების მართვა, ავტომობილების შეთავაზება და დამატებითი სერვისების გაყიდვა;
- ხელშეკრულებების გადამოწმება და სისტემაში შეყვანილი ინფორმაციის შეყვანა და კონტროლი;
- პრობლემური შემთხვევებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების სწრაფი და პროფესიონალური გადაწყვეტა;
- ქალაქისა და აეროპორტის ოფისებს შორის ოპერაციული კოორდინაცია;
- ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება.
მოთხოვნები
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა - აუცილებელია;
- მომხმარებელთა მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის ან სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- საერთაშორისო ბრენდის გუნდში მუშაობას;
- დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მისამართზე და Subject-ში მიუთითეთ: "Customer Service Manager".