← All vacancies

08NJTJWX Posted 14 Nov Views: 2

ფილიალის მენეჯერი

Happyland external listing
₾1600 / month Sign in and apply

Posted 14 Nov (Days left: 28) Apply by 12 Dec

ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი „ჰეფი ლენდი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1600 ლარი თვეში + დამატებითი ანაზღაურება და ბონუსები.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
  • სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00 საათამდე, შეკვეთების მიხედვით — 22:00 საათამდე.
  • 20:00 საათის შემდეგ მუშაობა დამატებით ანაზღაურდება.
  • კვება: უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ.

დამატებითი ანაზღაურება

  • იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გრაფიკი მოიცავს 20:00-დან 22:00 საათამდე მუშაობას, თითოეულ ასეთ სამუშაო დღეზე თანამშრომელს დაერიცხება დამატებით 14 ლარი.
  • საბონუსე სისტემა
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას ემატება შესრულებული შეკვეთების რაოდენობაზე დამოკიდებული ბონუსი.
  • თვის განმავლობაში 70 შეკვეთის შესრულების შემდეგ ყოველ მომდევნო 10 შესრულებულ შეკვეთაზე გაიცემა 100 ლარის ბონუსი.

ანაზღაურების მაგალითები: შესრულებული შეკვეთები - ჯამური ანაზღაურება

  • 70 შეკვეთა - 1600 ლარი
  • 80 შეკვეთა - 1700 ლარი
  • 90 შეკვეთა - 1800 ლარი
  • 100 შეკვეთა - 1900 ლარი
  • 110 შეკვეთა - 2000 ლარი

მითითებული თანხები არ მოიცავს 20:00 საათის შემდეგ მუშაობისთვის გათვალისწინებულ დამატებით ანაზღაურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ფინანსურ ან ბუღალტრულ საქმიანობასთან შეხება და აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ პირობას:
  • მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • ან ჰქონდეს ფინანსურ/ბუღალტრულ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

უპირატესობად ჩაითვლება

  • Excel-ის ცოდნა და ციფრებთან მუშაობის უნარი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის საბაზისო ცოდნა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმოებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდთან მუშაობის უნარი.

სწავლება და ადაპტაცია შერჩეული კანდიდატი გაივლის სამუშაო პროცესის შესასწავლად აუცილებელ ტრენინგს. ტრენინგის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანდიდატის მიერ სამუშაო პროცესებისა და მოვალეობების ათვისების სისწრაფეზე. სწავლება გაგრძელდება მანამდე, სანამ კანდიდატი სრულყოფილად არ დაეუფლება პოზიციისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post