მთავარი ბუღალტერი
კომპანია “ ჯი ეს ემ მოტორს საქართველო” 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
პოზიციის შესახებ GSM Motors ეძებს მთავარ ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს ბუღალტერიის გუნდს, მართავს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვას და პასუხს აგებს თვისა და წლის დახურვაზე, საგადასახადო შესაბამისობასა და მონაცემების სიზუსტეზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ბუღალტერიის გუნდის ხელმძღვანელობა: დავალებების განაწილება, დატვირთვისა და ვადების კონტროლი, თანამშრომლების სწავლება.
- თვისა და წლის დახურვის მართვა, შეჯერებებისა და კორექტირებების შემოწმება; სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების განვითარება.
- დღგ-ისა და ქონების გადასახადის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, სხვა დეკლარაციების სისწორისა და ვადების ზედამხედველობა; ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა.
- საერთაშორისო გადარიცხვები, საბანკო ოპერაციების კონტროლი და ბანკის შეჯერებების დამტკიცება.
- იმპორტის, თვითღირებულების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი, ცვეთის დარიცხვა, ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის შემოწმება.
- ხელფასებისა და სხვა დარიცხვების შემოწმება, სახელფასო უწყისის დამტკიცება გადარიცხვამდე.
- დებიტორულ-კრედიტორული ნაშთებისა და მომწოდებლების ავანსების კონტროლი, უცხოელი მომწოდებლების ავანსების დახურვა, სხვაობების გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; თვიური და წლიური დახურვის სრული ციკლის მართვის პრაქტიკა.
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel-ის ცოდნა.
- რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის მე-4 შესახ. N5
განაცხადის გამოგზავნა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე სათაურში მიუთითეთ „მთავარი ბუღალტერი“. გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.