საზღვაო დოკუმენტაციის სპეციალისტი
"კაუკასუს აუტო", 22-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს `კავკასიის ავტოიმპორტი` საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.
ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.
ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
"კაუკასუს აუტოში", ლოგისტიკის დეპარტამენტში, საზღვაო დოკუმენტაციის სპეციალისტს ვეძებთ, რომელიც:
- უზრუნველყოფს საბუთების პირველადი დამუშავებისა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის პროცესს;
- ახორციელებს საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას;
- უზრუნველყოფს პროცესში ჩართული მხარეების დროულ და ეფექტიან ინფორმირებას;
- ახდენს დოკუმენტაციის სიზუსტის მუდმივ კონტროლს;
- უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ოპერატიულ შედგენასა და გადაგზავნას შესაბამის მხარეებთან;
- ახორციელებს მონაცემების პროგრამულ განახლებასა და მუდმივ მონიტორინგს (კონტეინერები, ბუქინგი და სხვა);
- უზრუნველყოფს დოკუმენტაციის წარმოების შეუფერხებელ პროცესს.
ძირითადი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- Google Docs-სა და MS Office-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ლოგისტიკის სფეროს მიმართ ინტერესი.
სამუშაო საათები: 14:00-22:00 სამუშაო ლოკაცია: ვაკე, აბაშიძის 38
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/ikoDH
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
გელოდებით!