9,834 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

0HAC70JE Posted 21 Oct Views: 0

უნივერსალურ ბანკირი

Sign in and apply
Negotiable Apply by 27 Oct

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია? ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ უნივერსალურ ბანკირს ვეძებთ გორში.

ძირითადი მოვალეობები: - ფილიალის/სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის დადგენილი ინდივიდუალური გეგმების შესრულება; - კლიენტის მომსახურების ფარგლებში ანგარიშების გახსნა/დახურვა, ანგარიშებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ოპერაციის განხორციელება; - კლიენტების კრედიტუნარიანობის შესახებ მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; - ბანკის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით(საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; - აუცილებელია საკრედიტო პროდუქტების გაყიდვის მიმართულებით გამოცდილება; - უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას; - Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post