სტიკერების გაკვრის/ბრენდირების სპეციალისტი
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს ვაკანსიას სტიკერების გაკვრის/ ბრენდირების სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგი სამუშაო პირობებით:
მოვალეობები
- სხვადასხვა ტიპის სარეკლამო მასალის (არაკალი, ბადე-სტიკერი, გამჭვირვალე ფირი) გაკვრა მინაზე, მეტალზე, პლასტმასზე.
- დასტიკერება ვიტრინების, მანქანების და ა.შ
- დასასტიკერებელი ადგილზე ზომების აღება, მასალის ზუსტი დაჭრა, კიდეების დამუშავება.
- ძველი დაზიანებული სტიკერის აძრობა და დარჩენილი წებოს კვალის მოშორება ზედაპირებიდან.
საკვალიფიკაციო უნარები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვე.
- სხვადასხვა ტიპის წებოვანი ფირების სპეციფიკის ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მეხუთე შესახვევი
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი.
- ანაზღაურება: ფიქს 1800+ გამომუშავება შესრულებული საქმის მოცულობიდან.
- ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან და მეტრო გლდანიდან.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე (მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ გასაუბრებაზე
ვაკანსია აქტიურია 2026 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით