ბარმენი
სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. ლოკაცია: გუდაური სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
სამუშაო განაკვეთი: სრული ხელფასი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები
- ბარში წარმოდგენილი სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება;
- პროდუქციის და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შენახვა;
- საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით;
- ბარში არსებული დანადგარების მოვლა და ინვენტარიზაცია;
- ბარის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ნაშთების, მარაგებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი;
- ბარში არსებული ზოგადი სტანდარტების დაცვა;
- სტუმრებისთვის მომსახურების გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები
- ბარმენად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდურად მუშაობის უნარი
პირობები
- სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით.
- გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე