Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

12BW7RNB Posted 4 Nov Views: 0

პაციენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი

ენმედიცი external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by 5 Dec
Sign in and apply

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და აქტიურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება კლინიკის პაციენტთა მომსახურებისა და ადმინისტრაციული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში. პოზიციის ძირითადი სამუშაო მიმართულებაა ქოლ-ცენტრი, თუმცა სამუშაო სპეციფიკა ასევე ითვალისწინებს კლინიკის ადმინისტრაციული გუნდის წევრების ურთიერთჩანაცვლებასა და სხვადასხვა ადმინისტრაციული მიმართულების მხარდაჭერას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3 (300 არაგველების მეტროს მიმდებარედ) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, 1-საათიანი შესვენებით.

ძირითადი მოვალეობები

ქოლ-ცენტრის მიმართულებით

  • შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პაციენტებისთვის კლინიკის მომსახურებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება;
  • კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების დამუშავება და პასუხების მომზადება;
  • კლინიკის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი.

ადმინისტრაციული მიმართულებით

  • რეგისტრატურაში პაციენტების მიღება და რეგისტრაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში მოლარე-რეგისტრატორის ფუნქციების შესრულება;
  • პაციენტების ინფორმირება და შესაბამის განყოფილებებში გადამისამართება;
  • საინფორმაციო სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა;
  • კლინიკის სხვა ადმინისტრაციულ პროცესებში მონაწილეობა.

სამუშაოს ორგანიზებისა და ურთიერთჩანაცვლების პრინციპი

  • თანამშრომლის ძირითადი სამუშაო მიმართულება იქნება ქოლ-ცენტრი, სადაც ყოველდღიურად უზრუნველყოფს სატელეფონო, ელექტრონულ და სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ კომუნიკაციას.

ამასთანავე, პოზიცია ითვალისწინებს კლინიკის ადმინისტრაციული გუნდის წევრების ურთიერთჩანაცვლებას. თანამშრომელი კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე, როტაციული პრინციპით გადანაწილდება ქოლ-ცენტრს, რეგისტრატურას, მოლარე-რეგისტრატურასა და საინფორმაციო სამსახურს შორის.

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული თანამშრომლების შვებულების ან დროებითი არყოფნის პერიოდში მათი ჩანაცვლება, რათა კლინიკის ყველა შესაბამის მიმართულებაში სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.
  • აღნიშნული პოზიცია არ გულისხმობს ყველა ფუნქციის ერთდროულად შესრულებას. თანამშრომელი კონკრეტულ პერიოდში შეასრულებს იმ ადმინისტრაციულ ფუნქციას, რომლის საჭიროებაც კლინიკაში იქნება. სამუშაო მიმართულება განისაზღვრება მიმდინარე საჭიროებების, თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკისა და ურთიერთჩანაცვლების აუცილებლობის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
  • სოციალური ქსელებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულების მზაობა.
  • ადმინისტრაციულ, მომსახურების ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

  • ყოველთვიურ ანაზღაურებას — 1 100 ლარს ხელზე ასაღები;
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო გრაფიკს;
  • 1-საათიან შესვენებას;
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . ელფოსტის სათაური: პაციენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post