Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

18FASAKV Posted 16 Nov Views: 0

უფროსი AI აგენტების ინჟინერი, წამყვანი AI აგენტების ინჟინერი

EPAM external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

1. "EPAM" ეძებს Senior AI Agent Engineer-ს, რომელიც შექმნის AI აგენტების სისტემებს. ეს სისტემები სტაბილურად უნდა მუშაობდეს რეალურ გარემოში და არა მხოლოდ დემოზე.

რას გააკეთებ

  • შექმნი და მართავ აგენტურ სისტემებს იდეიდან გაშვებამდე
  • იმუშავებ უშუალოდ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს ტექნიკურ გადაწყვეტად აქცევ
  • დამოუკიდებლად შეარჩევ ტექნიკურ მიდგომებს და დაეხმარები გუნდის წევრებს განვითარებაში

ვის ვეძებთ

  • 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან
  • ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის პრაქტიკა
  • ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
  • პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.

განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე - https://epa.ms/ge-vacancy-ai-agent

2. "EPAM" ეძებს Lead AI Agent Engineer-ს, რომელიც უხელმძღვანელებს AI აგენტების სისტემების შექმნას და რეალურ გარემოში გაშვებას. ეს არის ტექნიკური ლიდერის როლი, სადაც არქიტექტურასა და გუნდის მართვასთან ერთად თავადაც წერ კოდს.

რას გააკეთებ

  • განსაზღვრავ სისტემის არქიტექტურას და გადაწყვეტის ტექნიკურ მიმართულებას
  • იმუშავებ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს მკაფიო ამოცანებად აქცევ
  • დაგეგმავ გუნდის სამუშაოს, გაანაწილებ პასუხისმგებლობებს და ხელს შეუწყობ ინჟინრების პროფესიულ ზრდას
  • თავად შექმნი პროტოტიპებს და სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს

ვის ვეძებთ

  • 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან
  • გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება
  • ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის სიღრმისეული ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე

პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.

განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე - https://epa.ms/ge-vacancy-lead-ai

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post