გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს" 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, სრული ან ნახევარი განაკვეთით.
ვაკანსიები გვაქვს სხვადასხვა პროექტზე, ხოლო კანდიდატების შესაბამის პროექტზე განაწილება გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით მოხდება.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
- ყოველთვიურ ბონუსს (300 ლარიდან);
- რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე (600 ლარის ოდენობით);
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
- ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
- მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გერმანული ენის ცოდნა (B1.3, B2, ან C1 დონე);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე: https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new?source_id=25503
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.